არქეოლოგებმა პირამიდების სიახლოვეს ახალი სამარხები აღმოაჩინეს, რომლებიც ნათელს ხდიან, რით იკვებებოდნენ ციკლოპური ნაგებობების შემქმნელები. სამარხებში შინაური ცხოველების ძვლები და ნეშტია შემორჩენილი.
მეცნიერების სიტყვით, 4,5-4,6 ათასი წლის სამარხების ანალიზმა აჩვენა, რომ მუშები საკმაოდ კარგად იკვებებოდნენ. უახლოესი ფერმებიდან მათ ცხვრებსა და ხარებს უგზავნიდნენ.
მშნებელობაზე ერთდროულად 10 ათასი ადამიანი იყო დაკავებული. თითოული სამთვიანი ცვლით იყო დაქირავებული.
ახალი მონაპოვარი გასული საუკუნეების 90-იან წლებში გამოთქმულ თეორიას ადასტურებს. მაშინ პირამიდების ახლოს აღმოჩენილმა მშენებელთა სამარხებმა ცხადი გახადა, რომ ნაგებობებზე მონები არ მუშაობდნენ. ეს მოხალისე, დაქირავებული მუშები იყვნენ, სხვა შემთხვევაში ფარაონების ახლოს მათი დაკრძალვის ნებართვას არავინ გასცემდა.
წყაროსთვის მადლობა internet.ge-ს
Leave a comment