სამთვიანი შესვენების შემდეგ კვლავ დავბრუნდი და ვიწყებ ახალი და საინტერესო პოსტების წერას.მადლობა იმ მომხმარებელს რომელიც ამ დროის განმავლობაში შემოდიოდა საიტზე.დღეიდან კი ყველა მომხმარებელს მივაწვდი საინტერესო მასალას.ამ პოსტში კი დავწერ ყველასათვის საინტერესო ფაქტებს,რომლებიც დააინტერესებს ყველა თაობის პიროვნებას.↓
სოფოკლემ თქვა, რომ მის მიერ დაწერილი სამი ლექსი, სამი დღის შრომის შედეგი იყო.
– სამი დღისა?! – შეჰყვირა საშუალო ნიჭის პოეტმა, – მე ხომ ამ ხნის განმავლობაში დავწერდი ასს!
– დიახ – უპასუხა სოფოკლემ – მაგრამ ისინი იარსებებდნენ მხოლოდ სამ დღეს.
საქართველო ტიპიური მთიანი ქვეყანაა. ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიის 54 % მთებია, 33% – მთისწინეთი და გორაკ-ბორცვები, მის დაბლობ ნაწილს კი მხოლოდ 13% უკავია. საქართველოს ტერიტორიის საშუალო სიმაღლე 1230 მეტრია ზღვის დონიდან…
თბილისის პირველი კარტოგრაფიული გამოსახულება შესრულებულია 1673 წელს ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მიერ, ხოლო მეორე 1701 წელს ჟ. ტურნეფორის მიერ. თბილისის პირველი ტოპოგრაფიული გეგმა კი ცნობილ ქართველ კარტოგრაფს, ვახუშტი ბაგრატიონს ეკუთვნის. მისი მასშტაბია 1:18000 …
თანამედროვე ალპინიზმის (მთამსვლელობის) დასაბამად ითვლება 1786 წელი, როცა შვეიცარიელი გლეხი უ. ბალი და ფრანგი ექიმი მ. პაკარი ავიდნენ მონბლანზე (4808 მ.). აღსანიშნავია, რომ იოანე ბატონიშვილის ”კალმასობის” ხელნაწერის თანახმად, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მყინვარწვერზე (ყაზბეგი, 5043 მ.) ასულა ვინმე იოსებ მოხევე...
მსოფლიოს ულამაზეს ქალაქ პარიზს რამდენიმე სეხნია ჰყავს. ყველაზე ძველი სეხნია უზბეკეთშია, სამარყანდის მახლობლად. ამ პატარა ქალაქს სახელი თემურ ლენგმა უწოდა. მეორე პარიზი ლიტვაშია, ქალაქ დაუგავპილსთან. მისი სახელწოდება 1812 წლის ომთანაა დაკავშირებული. მესამე პარიზი ურალშია – ჩელიაბინსკის ოლქში. იგი მე-19 საუკუნის 40-იან წლებში დაარსა კაზაკთა იმ ჯგუფმა, რომელიც პარიზის სახელობის ლეგიონში იბრძოდა და პირველი შევიდა 1814 წელს საფრანგეთის დედაქალაქში...
წყურვილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. სუსტი წყურვილი დაკავშირებულია ნერწყვის მცირე გამოყოფასთან და ყლაპვის მოთხოვნილებასთან. ძლიერი წყურვილის დროს წყდება ნერწყვის გამოყოფა, პირი და ყელი შრება. ხანგრძლივი წყურვილი მოქმედებს საერთო განწყობილებაზე. იწვევს პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის გაწითლებას, თვალების გაწითლებას და წვას, სახის გახურებას, ძნელდება ყლაპვა, იხლიჩება ხმა, ხშირდება მაჯისცემა, იკარგება მადა, თავს იჩენს დაღლა. მოგვიანებით ძლიერდება ორგანიზმის აგზნებადობა, იწყება ჰალუცინაციები, ციებ-ცხელება, ბოდვა, ამას მოსდევს გრძნობის დაკარგვა და ბოლოს საშინელი ტანჯვით სიკვდილი...
სიმაღლის მატებასთან ერთად იზრდება ჩვენი მხედველობის თვალსაწიერი. თუკი 1 მეტრ სიმაღლეზე ვიმყოფებით, ჰორიზონტის ხაზი შეგვიძლია 3,8 კილომეტრის მანძილზე გავარჩიოთ. 100 მეტრ სიმაღლეზე ჰორიზონტის ხაზი 40 კილომეტრზე ჩანს…
სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის თვეებია – ივნისი, ივლისი, აგვისტო. გაზაფხულის – სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. ზაფხულის – დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. შემოდგომის – მარტი, აპრილი მაისი…
ხარები ვერ არჩევენ ფერებს. შესაბამისად არ აქვს მნიშნველობა მატადორს რა ფერის “დროშა” ეჭირება, წითელი თუ ყვითელი…
თხუნელას ერთ ღამეში შეუძლია 91 მეტრიანი გვირაბის გათხრა…
წელიწადში დაახლოებით 10,000 ჩიტი კვდება ფანჯრებზე შეჯახებით…
არცერთ ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია არასდროს ინგლისის პრემიერ ლიგა ფეხბურთში…
შაოლინციუანი (შაოლინური უშუ) არის ტრადიციული ჩინური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც შეიქმნა და განვითარდა ჩინურ პროვინცია ხენანში მდებარე ბუდისტურ მონასტერ სუნშან შაოლინში…

ნადმვილად საინტერესო იყო
<3
მადლობთ.