
” ცამეტი ” ეს არის ქართველი რეჟისორის გელა ბაბლუანის დაწერილი დაწერილი და გადაღებული ფილმი 2005 წელს.ფილმმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მსოფლი კინო ბაზარზე.ფილმა მიიღო უმაღლესი ჯილდო სანდენსის კიონ-ფესტივალზე.ფილმი მოგვითხრობს ოცი წლის სებასტიანის შესახებ,რომელიც ემიგრანტი საფრანგეთში თავის ოჯახთან ერთად.იგი მუშაობს ერთ კომპანიაში რომელიც არემონტებს სახლებს.ერთ-ერთი დიდი კრიმინალი სახელად გოდონი ქირაობს მას სახლის სარემონტოდ.ამასობაში გოდონი გარდაიცვლება ნარკოტიკებით.სებასტიანი მის სახლში აღმოაჩენს კონვერტს რომელშიც ერთი ბილეთია პარიზისკენ და იქ წერია რაღაც ინსტუქციები.სებასტიანი წავა პარიზში და მივა მითითებულ სასტუმროში სადაც მას სხვა კრიმინალები ხვდებიან და ერთ თამაშში მიჰყავთ სახელად ცამეტი.სადაც თამაში სიკვდილამდეა და უკან დახევის შანსი არ არსებობს.ცამეტიდან მხოლოდ ერთია გამარჯვებული,რომელსაც ყველაზე მეტად გაუმართლებს↓

გელა ბაბლუანისთვის ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი.შესაბამისად მისი დებიუტი წარმატებით შედგა.ამ ფილმის ყურების შემდეგ მივხვდი არსებობენ ქართველი რეჟისორები რომელსაც ძალუძთ ძლიერი ფილმის შექმნა.ფსიქოლოგიურად ძალიან რთული ფილმია.წარმოიდგინეთ დგახარ 12 კაცთან ერთად,ყველას იარაღი უჭირავს და ერთმანეთზე გაქვთ მიბჯენილი და არ იცი მათგან რომელი გაისვრის.13 იარაღიდან მხოლოდ ერთი გაისვრის და ასე გრძელდება მანამ სანამ მხოლოდ ერთი არ დარჩება.მაგრამ ფილმი მხოლოდ ამ თამაშით არ დამთავრდება,არის უფრო ძნელი და საშინლად რთული მომენტები,როცა მთავარ გმირს მრავალი სირთულის გადალახვა მოუწევს ფულის გამო.ერთ წუთს გავიფიქრე რომ შეიძლება ნერვებმა ვეღარ გამიძლოს მეთქი,მაგრამ მაინც ბოლომდე ვუყურე.ფილმს აქვს არცთუ ისე ცუდი დასასრული.მაგარმ შიგნითა მოქმედებებმა დამტანჯა.არ მეგონა ქართველებს ასეთი კარგი ფილმები გადაღება თუ შეეძლოთ.მოკლედ გირჩევთ რომ ყველამ ნახოთ ეს ფილმი.

კარგი კინოა
ძალიან მაინტრესებს ჰოლივუდური რიმეიკი