
ახალი წლის ღამე…ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯეოსტარი 2009 დასრულდა თერთმეტმა მოკაიფე ვასკვლავმა გამოანათა,ზოგი დიდი იყო ზოგი პატარა.მაგრამ ყველა ღირსეულად ანათებდა.ბევრმა სანატრელი ოცნება აიხდინა,ბევრმაც ვერა,მაგრამ უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. თუმცა ამ დიდ ტრიუმფამდე იყო დიდი გზა,რომელიც სულ არ ყოფილა ია ვარდებით მოფენილი….↓
”დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ” ეს სიტყვები ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა წარმოთქვა რუსული ანექსიის დროს… ”ყოველ ორშაბათს ჩვენ ყველანი ჯეოსტარელები ვართ” ამ სიტყვებმა თავში ერთერთი ჯეოსტარის გადაცემის დროს გამიელვა თავში,როდესაც ყველასათვის საყვარელმა დუტა სხირტლაძემ მაყურებელთა მიერ შემოსული სარეკორდო ოდენობის ზარები გამოაცხადა…
შესარჩევი ტურის დაწყებისთანავე გამოჩნდნენ პიროვნებები რომლებიც დიდმა ჟიურიმ მომავალ ვარსკვლავებად შერაცხა, მაგრამ იყო ბევრი კურიოზებიც,მათგან აღსანიშნავია დნნ დშნ.

შესარჩევი პერიოდის დროს იყო ბევრი კრიტიკა ”დიდი” ჟიურის მიმართ.ბევრი უკმაყოფილო პიროვნება რომელიც დიდი სცენი მიღმა დარჩა პრობლემას თავის თავში კი არა,ჟიურში ეძებდა და მას აკრიტიკებდა,განსაკუთრებით კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული იყო ჟიურის მართლაც რომ მთავარი წარმომადგენელი მარინა ბერიძე, ჩემი აზრით და ამაში ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ მარინა ბერიძე რომ არა მთელი ჯეოსტარი ალბათ არაფერი იქნებოდა, მისნაირი ჟიურის წევრის პოვნა კი ნამდვილად ძნელია.მარინა ბერიძეს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ”ჯეოსტარის გული”.

პირველივე კონცერტიდან ჟიური ძალიან მოიხბლა ვაჟა მანიათი და მისით დიდად აღტაცებული დარჩა.ჟიურის კარგმა შეფასებებმა ხელი შეუწყო ვაჟას პუპოლარიზაციას და ერთგვარ გაპიარებად იქცა.ბევრმა ჩათვალა რომ ჯეოსტარი 2009-ის გამარჯვებული ვაჟა მანია იყო.ნელ-ნელა ვაჟამ ტემპს უკლო,ბევრის აზრით მას თავში აუვარდა, თუმცა ჟიურის ოვაციები და აღტაცებები არ ჩამქრალა.ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა რომ ვაჟას როგორც არ უნდა ემღერა,ჟიური მაინც მოიწონებდა 10ქულიანი შეფასების ბალიდან მინიმუმ 9 დაუწერდა,მაქსიმუმ კი ალბათ მიხვდით რასაც.

მანიასთან ერთად ჯეოსტარში აშკარად იყვნენ გამორჩეული მომღერლები: სოფო ბედია,ნინო სუხიტაშვილი,ნოდიკო ტატიშვილი,ნინო ბაშარული. მოკლედ იყვნენ ისეთები რომლებიც დიდ პრეტენზიას აცხადებდნენ საუკეთესოობაზე.მაგრამ მხოლოდ სიმღერით და ჟიურის მხარდაჭერით ბევრს ვერაფერს გახდები.მთავარი ისაა თუ რამდენად ფულიანი ნაცნობები და მხარდამჭერები გყავს,თუ ვინ რამდენჯერ აკრიფავს თავის ტელეფონში შენს პირად ნომერს. ჩვენი ქსელი ჯეოსელი კი ამით მდიდრდებოდა და მრავალი ახალი აბონენტიც კი შეიძინა.ბატონი ოსმან თურმანი კი ჯეოსტარს წამგებიან პროექტს ეძახის.
ბევრი გაიძახის ჯეოსტარი ქმნის ვარსკვლავებს,მაგრამ ჯეოსტარელი ვარსკვლავი ბევრს არ უნახავს.ყოველი გამარჯვებული მინიმუმ სამი თვე და მაქსიმუმ 9 თვე ახსოვდა ხალხს და მისით აღტაცებული იყო.დღეს კი ბევრ ჯეოსტარის ფანს არც კი ახსოვს ადრინდელი გამარჯვებულები.თუმცა ჯეოსტარი ნამდვილად უწყობს ხელს ყველას დიდ სცენაზე გასვლაში და მისკენ გზას უკვალავს,დანარჩენი კი უკვე თავად მომღერალზეა დამოკიდებული.
სანამ ახალი წლის ღამემდე მივალ მინდა ავღნიშნო რომ ჯეოსტარს იდეალური წამყვანი ყავს,რომელიც ხიბლავს მაყურებელს.ეს არის დუტა სხრიტლაძე.თავიდან უბრალო ჯეოსელის სახე,ახლა კი მთელი საქართველოს სახე ( ეს შესაძლოა გადამეტებული ნათქვამია,ვისთვის როგორ ).მოლედ ჯეოსტარის ასეთ პუპოლარობაში დიდი წვლილი დუტას მიუძღვის.
![]()
და აი,დადგა ნანატრი ახალი წლის ღამე…ზოგი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბა,ზოგიც ტელევიზორთან მოკალათდა.მთლიანი კონცერტის მიმოხილვას არ დავიწყებ,უბრალოდ გეტყვით რომ ფინალში ერთამენთს მაყურებლის ორი ფავორიტი ვაჟა მანია და ნოდიკო ტატიშვილი დაუპირისპირდა.ფინალისტებმა ყველა სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულეს.ამის შემდეგ ჯეოსტარის ყველა მონაწილეს მოუხმეს სცენაზე… დადგა გადამწყვეტი წუთები, ოსმან თურმანმა ჯეოსტარი 2009-ის გამარჯვებულად ნოდიკო ტატიშვილი დაასახელა.კიდევ ერთი ახალგაზრდა მომღერლის ვარსკვლავი აინთო.

მეორე დღეს ახალი წელი იყო და ბევრი არ ლაპარაკობდა ტატიშვილის ტრიუმფზე,თუმცა ის ეხლა ვარსკვლავია.ვნახოთ რამდენს მიაღწევს,იმედია დიდი მომღერალი გახდება.წინ კი ჯეოსტარი 2010 გველოდება ახალი ვარსკვლავებით…
P.S.მიუხედავად იმისა რომ ჯეოსტარი ძალიან მიყვარს,მასზე დაპოსტვას არ ვაპირებდი.თუმცა NICHIERI.GE-ს შემოთავაზებამ მომხიბლა და დავპოსტე.ხომ ამბობენ ცდა ბედის მონახევრეაო…..

warmatebebs gisurveb..
დიდი მადლობა ვასასი